03 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
ხანძარი ისნის ბაზრობაზე - დამწვარია 25-მდე მაღაზია

ისნის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ბაზრობის იმ ნაწილს გაუჩნდა, სადაც ავტონაწილებით ვაჭრობენ.

თვითმხილველთა ინფორმაციით, დამწვარია 25-მდე მაღაზიაა. ბაზრობაზე ამ დრომდე მუშაობენ საგანგებო სამსახურის ბრიგადები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ცეცხლი ისნის ბაზრობაზე გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ადგილი სამართალდამცავებმა უკვე დაათვალიერეს. საქმე 187-ე მუხლით არის აღძრული, რომელიც სხვისი ქონების დაზიანებას ითვალისწინებს. 

დღის ამბები