03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
ბაგა-ბაღებიდან კადრების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება დაიწყო

ათავისუფლებენ თუ არა საბავშვო ბაღების თანამშრომლებს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით, ამ თემაზე დღეს საგანგებო ბრიფინგს  თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამართავს.

ირაკლი აბესაძის თქმით, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ბაგა-ბაღებიდან პროფესიონალი კადრების სამსახურიდან დათხოვნა და მათი „ქართული ოცნების“ აქტივისტებით ჩანაცვლება ხდება.

„თბილისის მერიის შემდგომ უკვე მერიის მიერ დაფუძნებულ საწარმოებში, არაკომერციულ იურიდიულ პირებში, მათ შორის საბავშვო ბაღებში, მიმდინარეობს მასობრივი პროცესი დასაქმებული ადამიანების სამსახურიდან გაყრის და მათ ნაცვლად „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიყვანის. ეს ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად აისახება მერიის მუშაობაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ კანონდარღვევაზე,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

დღის ამბები