16 ივნისი 2024,   01:47
ვრცლად
რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი და სამხედრო შეიარაღება უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენული ტერიტორიიდან - იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთს უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

განცხადება იენს სტოლტენბერგმა რადაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ალიანსის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კრემლი აღმოასვლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის მიზნით აგზავნის სამხედროებს, მხარს უჭერს სეპარატისტებს და კიბერთავდასხმებსაც მიმართავს.

სტოლტენბერგის განცხადებით, ევროპა და აშშ გმობენ ამ ქმედებებს და კვლავაც მხარს უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მოქმედებას.

"რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი და სამხედრო შეიარაღება უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენული ტერიტორიიდან," - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

დღის ამბები