16 ივნისი 2024,   02:29
ვრცლად
ურეკში რუსი ტურისტები გაქურდეს

ურეკში რუსი ტურისტები გაქურდეს. რუსი სპორტსმენები საქართველოში სპორტულ შეკრებაზე იმყოფებიან. მათი თქმით, გვიან ღამით დაუდგენელი პირები მათ საცხოვრებელ ოთახებში შეიპარნენ და ფული, პირადი ნივთები და დოკუმენტები წაიღეს. რუსი ტურისტების თქმით, დაკარგულია მათი პასპორტებიც.

„ამ დრომდე პოლიციასთან ერთად ვაკეთებდით ყველაფერს, რომ გვეპოვა დამნაშავეები. შეშინებულები არიან ბავშვები, რომ ღამით მათ ოთახში ვიღაც იყო. აქამდე ვიყავით ჩუმად, რადგან გვქონდა იმედი, რომ ეს მოგვარდებოდა ისე, რომ არ გაეგო მთელ ქვეყანას, მით უმეტეს, რუსეთს“, - განაცხადა სპორტსმენმა, მარსელ მანსუროვიმ.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. 

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე 

დღის ამბები