09 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
აფეთქებული ტროლეიბუსი - დაღუპული 13 ადამიანი [ახალი ფოტო]

აფეთქება დონეცკში. უკვე მეორედ პრო რუსმა სეპარატისტებმა იერიში სამოქალაქო ტრანსპორტზე მიიტანეს. აფეთქება ავტობუსის გაჩერებაზე მაშინ მოხდა როდესაც ტროლეიბუსი გაჩერდა. 

ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულია 13 ადამიანი. არიან დაჭრილებიც. უკრაინული მედიის ინფორმაციით დაჭრილია 10 ადამიანი რომელთა მდგომარეობაც მძიმეა. 

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო რომ დაზიანდა ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლებიც. ჩამსხვრეულია შუშები. 

ასევე აფეთქდა მსუბუქი ავტომობილიც, რომელიც გაჩერების მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები