03 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
"ვაზაგაშვილის აფეთქების საფუძველი პროკურატურიდან გაჟონილი ინფორმაცია გახდა," - ადვოკატი

"ვაზაგაშვილის აფეთქების საფუძველი პროკურატურიდან გაჟონილი ინფორმაცია გახდა," - ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გააკეთა. 

როგორც დღეს ირმა ჭკადუამ განაცხადა, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში ახალი მტკიცებულებები და 4 მოწმე გამოჩნდა და სერიოზული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა გამოძიების წინაშე. ჭკადუას განცხადებით, სწორედ ამ გარემოებების შემდეგ დაიწყო მუქარის შემცველი ზარები იური ვაზაგაშვილის ტელეფონზე. 

"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებს ვერ გეტყვით. თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეში 4 ახალი მოწმეა, რომელთა ჩვენებების მიხედვით, სერიოზული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. მოწმეების ნაწილი საქართველოში არ იმყოფება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მუქარები ბატონი იურის მისამართით,"- აცხადებს ირმა ჭკადუა. 

ირმა ჭკადუა აცხადებს რომ ზურაბ ვაზაგაშვილის ბიზნეს საქმიანობის კუთხით მტერი არ ყოლია.

შალვა ხაჭაპურიძე კი ფიქრობს, რომ გარკვეულმა პირებმა იცოდნენ, რომ იური ვაზაგაშვილი იმ დღეს საფლავზე მივიდოდა. ადვოკატი და გარდაცვლილის მეგობარი აცხადებს, რომ იური ვაზაგაშვილს უთვალთვალებდნენ და უსმენდნენ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები