09 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
ჰილარი კლინტონი ნატო-ს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

ჰილარი კლინტონი საერთაშორისო გაერთიანებას უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატი აცხადებს, რომ დღეს უკრაინის მთავრობას ფინანსურის გარდა, სამხედრო დახმარებაც სჭირდება.

"უნდა გავაკეთოთ მეტი, დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას საკუთარი საზღვრები, ჩავუტაროთ ინსტრუქციები, გადავცეთ აღჭურვილობა. ამერიკის შეერთებული შტატებიც და ნატოც დიდ ენთუზიაზმს არ იჩენდნენ და გასაგებია, რომ ძალიან რთული და საშიში სიტუაციაა, მაგრამ უკრაინის არმიამ და უკრაინელმა ხალხმა დაამტკიცეს, რომ ნამდვილად იმსახურებენ ჩვენგან მეტ მხარდაჭერას," - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები