09 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
"მშვიდობის დასამყარებლად რუსულმა ჯარმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია," - პოროშენკო

„თუ მოსკოვი უკრაინასთან მიმართებით პოლიტიკას არ შეცვლის, პოლონეთი მზად არის რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები შემოიღოს,“- ამის შესახებ განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა და მიზეზად დონეცკის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა დაასახელა.

პრორუსი მებრძოლები დონეცკში იერიშებს განაგრძობენ. სეპარატისტებმა აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ გრადის ტიპის სისტემები გამოიყენეს. ინტენსიური ბრძოლები გრძელდება დონეცკის ოლქის სხვა დასახლებებშიც.

შეტაკებების შედეგად დაღუპულია 5 უკრაინელი სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინელმა მესაზღვრეებმა ყირიმში რუსული ძალების როტაცია დაადასტურეს.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საზღვრის გაძლიერებული კონტროლის გარეშე, მშვიდობის დამყარება შეუძლებელია და ეუთოს ათას 500 დამკვირვებლის ჩასვლას აუცილებლად მიიჩნევენ.

პეტრო პოროშენკოს განცხადებით, იმისათვის, რომ მშვიდობა დამყარდეს, რუსულმა ჯარმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია და საზღვარი უკრაინელმა მესაზღვრეებმა უნდა გააკონტროლონ. მისივე თქმით, უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია უკვე მიღებულია და მათი მოწოდება ევროპიდან 13 ოქტომბრისთვის დასრულდება. 

დღის ამბები