03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
ნინო ბურჯანაძე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა იმისათვის რასაც ზურაბ ვაზაგაშვილის მამა ითხოვდა.

„ეს არის გამოწვევა, რომელიც ეკუთვნის სრულიად საქართველოს და ვფიქრობ, რომ ეს არის ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში მოვლენები შეილება ძალიან მძიმედ განვითარდეს. თუ ხელისუფლება ვერ გამოიძიებს ამ ფაქტს, ეს იქნება ძალიან დიდი სირცხვილი და ამ ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი“-განაცხადა ბურჯანაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები