16 ივნისი 2024,   02:32
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები და დიალოგი ოპოზიციასთან - მმართველი გუნდი დახურულ შეხვედრაზე იკრიბება 

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეხვედრისა და დიალოგის დაწყების თარიღი, სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. 

საკითხის განსახილველად დღეს მმართველი გუნდი იკრიბება. თარიღის დადგენასთან ერთად უმრავლესობა შეთანხმდება შეხვედრის ფორმატზეც.

"ქართული ოცნების" მტკიცებით, ოპოზიციასთან დიალოგის გამართვის შესახებ გუნდს ერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს.

თუმცა კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება 2020 წლისთვის არ უნდა მოხდეს.

„თუ ჩვენი ოპონენტების ნაწილი მაინც მიხვდება იმას, რომ ქვეყნის ძირითად კანონზე საუბრის დროს მარტო პარტიული ინტერესით არ უნდა იხელმძღვანელოს და საჯარო ინტერესები ჩაიდება ამ მოლაპარაკებებში ან ისეთ ინტერესი ჩაიდება, რომელიც უფრო გათვალისწინებადია, ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ალბათ კომპრომისი შედგება. გადაწყვეტილებას, რომლიც პრინციპულად მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე იქნება ორიენტირებული, მე პირადად ხმას არ მივცემ,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დღის ამბები