09 ოქტომბერი 2024,   14:21
ვრცლად
პრორუსი ტერორისტების მორიგი თავდასხმა მშვიდობიან მოქალაქეებზე - დაღუპულია 2 ბავშვი

პრორუსი სეპარატისტების მორიგი თავდასხმა მშვიდობიან მოქალაქეებზე. ამჯერად აფეთქება მარინკას რაიონში მოხდა. აფეთქების შედეგად დაღუპულია ორი ბავშვი. 

უკრაინაში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ქვეყანაში შესაძლოა საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდეს. ბანკებმა უკვე შეწყვიტეს უცხოური ვალუტის გაყიდვა. 

დონეცკში კი შეტაკებები გრძელდება. 1 თვის განმავლობაში უკვე მეორედ პრორუსმა სეპარატისტებმა იერიში სამოქალაქო ტრანსპორტზე მიიტანეს. აფეთქებას დასახლებულ ადილზე 13 ადამიანი ემსხვერპლა 20 კი დაიჭრა. დღის ბოლოს კი დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. 

დაძაბული ვითარებაა ხარკოვშიც. მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დღეს სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომელიც თვითნებურად ამზადებდა ასაფეთქებელ ნივთიერებებს და შემდეგ ყიდდა. ხარკოვში სამართალდამცავები ყაზარმულ რეჟიმზე არიან გადასულები. ამოწმებენ ყველა საეჭვო ადამიანს და ნივთს, რათა თავიდან იყოს აცილებული ტერორისტული აქტები. 

პარალელურად შეტაკებები გრძელდება დონეცკის აეროპორტთან. აეროპორტის შენობის ახალი ტერმინალი აფეთქებულია და შენობა უკრაინელმა სამხედროებმა დატოვეს. თუმცა აეროპორტის ტერიტორიას ამ დრომდე უკრაინელები აკონტროლებენ. 

უკრაინელ სამხედროებსა და პრორუსს სეპარატისტებს შორის შეტაკებებს დღეს ათობით ადამიანი ემსხვერპლა, ზუსტი ციფრი ამ დრომდე უცნობია. 

პრორუსმა სეპარატისტებმა დღეს 20 უკრაინელი სამხედრო ტყვედ აიყვანეს და მათ სირცხვილის კოლიდორი მოუწყვეს. დატყვევებულ ჯარისკაცებს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს, მოვლენები კი რუსულმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა გადაიღეს. 

დონეცკში მიმდინარე მოვლენებთან ერთად რთული ვითარებაა უკრაინა-რუსეთის საზღვარზეც, სადაც რუსეთმა ძალები გააძლიერა. უკრაინული კონტრდაზვერვის ინფორმაციით რუს ჯარისკაცებს ინტენსიური იერიშები მიაქვთ უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები