18 მაისი 2024,   12:00
ვრცლად
განცხადებები საერთო მტრის წინააღმდეგ - პოროშენკო და მარგველაშვილი საოკუპაციო ხაზთან

პეტრო პოროშენკო და გიორგი მარგველაშვილი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ერთად ჩავიდნენ და ორი ქვეყნის საერთო მტრის წინააღმდეგ განცხადებები გააკეთეს.

პოროშენკო და მარგველაშვილი დღეს იმ ადამიანს შეხვდნენ, რომელიც ე.წ. საოკუპაციო საზღვარმა და რუსულმა ანექსიამ, მავთულხლართების ტყვეობაში მოაქცია. 

ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსულ ოკუპაციას კიევმა და თბილისმა საერთო ძალისხმევით უნდა ებრძოლონ.

ხურვალეთამდე უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთი საოკუპაციო ხაზი, ამჯერად ახალგორის მიმართულებით მოინახულეს.

უკრაინის პირველი პირი საქართველოს ოკუპაციის საკითხის დაყენებას ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე აპირებს. 

დღის ამბები