22 მაისი 2024,   17:09
ვრცლად
"უფსკრული ორ სამყაროს შორის" - პოროშენკომ ფორუმზე ოკუპაციის ხაზთან არსებული ვითარება გაიხსენა

უკრაინის პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება, სადაც პეტრო პოროშენკო ოფიციალური ვიზიტის ერთ-ერთ ბოლო ღონისძიებას, ქართულ-უკრაინულ საინვესტიციო ფორუმს, ესწრება. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ოდესის გუბერნიას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

აჭარის საინვესტიციო ფორუმი ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა გახსნეს. გიორგი მარგველაშვილისა და პეტრო პოროშენკოს გამოსვლების დროს მთავარი აქცენტები რუსეთის მხრიდან ოკუპაციაზე გაკეთდა.

„დღევანდელი დღე იყო ემოციური ილუსტრაცია უკრაინელების და ქართველების ერთიანი ხედვის მომავლისა. ბატონი პეტრო და მე ვიყავით დღეს ოკუპაციის ხაზე. მან იქ წარმოითქვა სიტყვები, რომელიც ჩემი აზრით, იყო იმ ტრაგედიის ზუსტი ასახვა, რაც ხდება ოკუპაციის ხაზზე, მაგრამ აგრეთვე იმ მომავალი პერსპექტივის ყველაზე რეალისტური და ოპტიმისტური ხედვა, რომელიც ამ ორ მებრძოლ ხალხს გვაერთიანებს. ოკუპაციის ხაზს მიღმა არის წარსული, ცრემლები, უპერსპექტივობა, დანარჩენი საქართველო არის მაგალითი, როგორ ვითარდება თავისუფალი ქვეყანა, რომელმაც გააკეთა ევროპული არჩევანი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პეტრო პოროშენკო შეკრებილებს ქართულად მიესალმა.

„მე დღეს საოკუპაციო ხაზთან ვიყავი, ადამიანების თავზე გატარებულია მავთულხლართები, ამ ადამიანებს ცრემლები აქვთ თვალებზე და გვეუბნებიან, რომ რაიმე გავაკეთოთ, ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, როგორც საქართველოსი, ასევე უკრაინის. ამისთვის საჭიროა საზოგადოების, მსოფლიოს ერთიანობა. მნიშვნელოვანი რეფორმების პროცესში ძლიერები ვიყოთ. რაც დღეს ვნახე, ეს არ არის ოკუპაცია, ეს არის უფსკრული ორ სამყაროს შორის,“ - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

 

დღის ამბები