03 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
ომბუდსმენი ვაზაგაშვილის საქმის ძიების მონიტორინგს იწყებს

იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების მონიტორინგი დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმა.

როგორც ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები აცხადებენ, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ისინი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდიან ინფორმაციას.

 

"ყველა ის ფორმა და პრინციპი რაც აუცილებელი იქნება ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის, ამას სახალხო დამცველი აუცილებლად გამოიყენებს," - განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, პაატა ბელთაძემ.

მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია ამ ფაქტის დროულად გამოძიება. საჭიროების შეთხვევაში კი შესაძლოა კონსულტაციები გამართონ არასამთავრობო ორგანოზაციებთან, რომლებიც ასევე მზად არიან კონსულტაციებისთვის.

ომბუდსმენის აპარატის მსგავსად მესამე სექტორი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს ოპერტიულად და ობიექტირად გამოიძიონ საქმე.

ამავე თემაზე
დღის ამბები