18 მაისი 2024,   12:01
ვრცლად
ისევ დაწუნებული კანდიდატები - უმრავლესობის და უმცირესობის რადიკალურად განსხვავებული პოზიციები

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტები იუსტიციის სამინისტროს მიერ შერჩეული 3 კანდიდატიდან 2-მა ისევ ვერ დააკმაყოფილა. სტრასბურგმა საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებული 3 პრეტენდენტიდან 2 ისევ უკან დააბრუნა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში კანდიდატურების უკვე მესამედ დაწუნებას "წარმატებულ პროცესს" უწოდებს ალექსანდრე ჯეჯელავა. ვიცეპრემიერი და განათლების მინისტრი ამბობს, რომ საჭირო კადრის შერჩევა ამ პოსტზე იოლი არ არის.

რატომ ვერ ახერხებს უკვე მესამედ საქართველოს ხელისუფლება ევროპული სტანდარტების შესაბამისი 3 კანდიდატურის მოძებნას, საკუთარი ახსნა აქვთ ოპოზიციაში.

ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არა პროფესიული, არამედ პოლიტიკური ნიშნით იღებს.

ევროპული საქართველოს წევრები კი უშედეგო კონკურსების და სტრასბურგში 3-გზის დაწუნებული სიის გამო, იუსტიციის მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობაზე მიუთითებს პრეზიდენტიც.

ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე ევროპის ადმიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სამკაციანი სია იუსტიციის სამინისტრომ ხელახალი კონკურსის შედეგად შეარჩია მას შემდეგ, რაც აპრილში ევროსაბჭოს სპეციალურმა კომიტეტმა საქართველოდან გაგზავნილი კანდიდატურები დაიწუნა და სია ჩააგდო.

დღის ამბები