03 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
ვაზაგაშვილის ადვოკატები ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ

იური ვაზაგაშვილის ადვოკატები პროკურატურას მიმართავენ და მოითხოვენ, რომ გამოძიების ფარგლებში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, დაიკითხოს.

ამის შესახებ განცხადება ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა, დღეს გაააკეთა. 

მოსიაშვილი ფიქრობს, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე იური ვაზაგაშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. სწორედ ამიტომ ადვოკატი ფიქრობს, რომ გამოძიებისთვის საინტერესო იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაკითხვა. 

გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მას არ გააჩნია დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ იური ვაზაგაშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები