22 ივნისი 2024,   14:40
ვრცლად
პიროვნულ შეურაცხყოფამდე მისული დაპირისპირება - სიტყვიერი შელაპარაკება ანა დოლიძესა და ირაკლი კობახიძეს შორის 

"ქართული ოცნების" ლიდერები ანა დოლიძის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას ზღვარგადასულს უწოდებენ და თანამდებობისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ. ანა დოლიძისგან ისინი ბოდიშის მოხდას ითხოვენ. უმრავლესობა საპარლამენტო მდივანთან მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობასაც ვეღარ ხედავს.

დაპირისპირება ირაკლი კობახიძესა და ანა დოლიძეს შორის სხდომის მიმდინარეობისას გუშინ რამდენჯერმე მოხდა. სიტყვიერი შელაპარაკება პიროვნულ შეურაცხყოფამდეც არაერთხელ მივიდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის თავმჯდომარის ქმედებებს გაუგონარს უწოდებს. რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი და ამ დროისთვის პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი, სპიკერს საპარლამენტო მდივნის საქმიანობაში ჩარევასა და ხელისშეშლაში ადანაშაულებს. ფიქრია ჩიხრაძე ირაკლი კობახიძის მხრიდან უფლებამოსილებების გადამეტებასა და კონსტიტუციურ ჩარჩოებიდან გასვლაზე საუბრობს.

„ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი პარტიის მხრიდან დაპირისპირებას  ბიძინა ივანიშვილისთვის თავი მოწონების მცდელობად აფასებს, ევროპული საქართველოში კი მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნება" პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართულად ამცირებს.

 

დღის ამბები