03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
"სხდომაზე დასწრების უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს,"- მამუკა ახვლედიანი

საკრებულოს წევრი მამუკა ახვლედიანი დღეს მერიასთან გამართულ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობის სხდომა არის კოლეგიალური და საჯარო ორგანო და მასზე დასწრების უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, მათ შორის ნიკა მელიას და ირაკლი აბესაძესაც.

საკრებულოში არ უარყოფენ, რომ დებულებით საკრებულოს წევრს სხდომაზე დასწრების უფლება აქვს. ჯაბა სამუშიას განცხადებით, მელიას და აბესაძის ქმედებები და განცხადებები პოპულისტურია და ასე მათი ყოფილი მერი იქცეოდა.

სამუშია თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტსაც გამოეხმაურა. საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ უსაფუძვლოდ არც ერთი თანამშრომელი არ გაუთავისუფლებიათ, ზოგიერთმა მათგანმა კი თავად გადაწყვიტა სამსახურის დატოვება და პირადი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები