03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
რას ამბობდა იური ვაზაგაშვილი თავის ბოლო ინტერვიუში უკვე გადამდგარ მირზოევზე?

მოკლული იური ვაზაგაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ბოლო ინტერვიუში შსს-ს იმ მაღალჩინოსნებს ასახელებს, რომლებიც კორტების სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ და დღესაც უწყების მაღალ თანამდებობზე იმყოფებიან. მათ შორის არის კრიმინალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ოთარ მირზოევი.

იური ვაზაგაშვილი მირზოევთან ერთად შსს-ს სხვა მაღლაჩინოსნების გვარებსაც აკონკრეტებდა.

"რომელ გამოძიებაზე მელაპარაკებით? პროკურატურაც და შს სამინისტროც გაძეძგილია ძველი კადრებით. ჩემი შვილის მკვლელები, მაგალითად, დალაქიშვილი ქალაქის სამმართველოს უფროსი იყო (ახლახან გაათავისუფლეს), მირზოევი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა, ცააძე, სამარღანიშვილი და სხვები ისევ მაღლ თანამდებობებზე მუშაობენ," - აცხადებს "კვირის პალიტრასთან" იური ვაზაგაშვილი.

თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან გიორგი დალაქიშვილი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. დღეს კი თანამდებობა დატოვა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ოთარ მირზოევმა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები