03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
თბილისელები შემცირებულ კომუნალურ ვაუჩერებს იღებენ

თბილისელები შემცირებულ კომუნალურ ვაუჩერებს იღებენ.

დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს 20-ლარიანი ვაუჩერები აღარ დარიგდება და მოსახლეობა შეღავათებით სულადობის მიხედვით ისარგებლებს. ცვლილება მხოლოდ იმ ოჯახებს ეხებათ, სადაც წევრთა რაოდენობა 3–ს არ აღემატება.

ოპოზიცია ნარმანიას გუნდს აკრიტიკებს. თუმცა, მერიაში განმარტავენ, რომ ეს ცვლილებები თავის დროზე სწორედ საკრებულოს ძველი შემადგენლობის მიერ იყო მიღებული.

საკრებულოს დეპუტატების ინფორმაციით, 2015 წლის ბიუჯეტში კომუნალური ვაუჩერების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 8 მილიონით არის შემცირებული.

დღის ამბები