03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
არასრულფასოვანი კვების გამო საქართველოში წელიწადში 300 მოზარდი იღუპება

საქართველოში ყოველწლიურად კვების დეფიციტის გამო 300 მოზარდი იღუპება, - ინფორმაციას ამის შესახებ გაეროს თბილისის ორგანიზაცია ავრცელებს.

კვლევაში საუბარია ბავშვთა სწავლის შესაძლებლობებზეც. კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში 2388 ბავშვი სწავლის შესაძლებლობასაა მოკლებული.

"იუნისეფი" მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სოციალურად გაჭირვებული ოჯახებიდან მოზარდებს ცალკე დახმარება დაენიშნოთ. 

გაეროს მონაცემების მიხედვით, საქართველოში 50 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

გაერო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამოიჩინოს ყურადღება და აღმოფხვრას ან შეამსუბუქოს არსებული პრობლემები.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვლევის შედეგები დღეს პარლამენტში ქართველმა დეპუტატებმა განიხილეს. 

დღის ამბები