09 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
ევროკავშირი რუსეთს უკრაინაში ძალადობის შესაჩერებლად სრული პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ძალადობის შესაჩერებლად სრული პასუხისმგებლობა აიღოს.

ამის შესახებ განცხადებაში სწერია, რომელიც საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლმა გაავრცელა.

ფედერიკა მოგერინის თქმით, ვითარების ესკალაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ნამდვილად სურთ კრიზისის პოლიტიკური გზებით მოგვარება და მძიმე შეიარაღება გაიყვანონ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შეფასებით, მინსკის შეთანხმების შესრულების პროცესში პირველი ნაბიჯი სწორედ რეგიონში საბრძოლო მოქმედებების შეჩერება უნდა გახდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები