09 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
ვითარება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში კვლავ დაძაბული რჩება

ვითარება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში კვლავ დაძაბული რჩება. პრორუსმა სეპარატისტებმა ღამით დასახლებებისა და სამთავრობო პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 27–ჯერ გახსნეს. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა დებალცევოსთან.

გავრცელებული ცნობით, მებრძოლებმა რაიონში ტაქტიკური ჯგუფი გადასხეს, რომლის შემადგენლობაში რუსი სამხედროებიც არიან. მათ გამუდმებით მიაქვთ საარტილერიო იერიში მაგისტრალზე, რომელიც დებალცევოს სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებად სხვა ტერიტორიასთან აკავშირებს.

პარალელურად ინტერნეტით გავრცელდა დაჭრილი დიმიტრი იაროშის ამსახველი პირველი ვიდეომასალა. "მემარჯვენე სექტორის" ლიდერი და რადას დეპუტატი დონეცკის აეროპორტთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს რამდენიმე დღის წინ დაიჭრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები