09 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
საბერძნეთში დუმილის დღეა

საბერძნეთში დუმილის დღეა. ქვეყანა მორიგი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, რომელიც ხვალ გაიმართება.

საბოლოო განცხადებები პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებთან შეხვედრების დროს გააკეთეს.

საბერძნეთის პრემიერ–მინისტრმა ამომრჩეველს მოუწოდა, წყალში არ გადაყაროს ის ძალისხმევა, რომელიც მოსახლეობამ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის პერიოდში გაიღო.

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, არჩევნებში გამარჯვებას ოპოზიციურ მემარცხენე პარტიას უწინასწარმეტყველებენ. ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, საბერძნეთმა ევროზონა დატოვოს.

დღის ამბები