06 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
ამერიკელი დიპლომატები რუსეთს ტოვებენ

ამერიკელი დიპლომატები რუსეთს ტოვებენ. ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ვაშინგტონმა დიპლომატიური მისიის პერსონალი 455 თანამშრომლამდე პირველ სექტემბრამდე უნდა შეამციროს.

ქვეყანა შეერთებული შტატების დიპლომატიური უწყების 755-მა წარმომადგენელმა უნდა დატოვოს. მოსკოვის გადაწყვეტილებით, ამერიკელ დიპლომატებს მათთვის გამოყოფილი უძრავი ქონებაც ჩამოერთვათ.

ამერიკელმა დიპლომატებმა უკვე დატოვეს მოსკოვის გარეუბანში მდებარე აგარაკები.

ლავროვის უწყებამ შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიისთვის ქონებისა ჩამორთმევისა და პერსონალის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება კონგრესის მიერ სანქციების კანონპროექტის დამტკიცების საპასუხოდ გამოაქვეყნა.

დღის ამბები