09 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
გაერო იმ ჰუმანიტარული დახმარების სრულ აღწერას მოითხოვს, რომელიც რუსეთმა დონბასს აღმოუჩინა

გაერო იმ ჰუმანიტარული დახმარების სრულ აღწერას მოითხოვს, რომელიც რუსეთმა დონბასს აღმოუჩინა.

აგვისტოს შემდეგ ოფიციალურმა მოსკოვმა უკრაინის ტერიტორიაზე 11 კოლონა გაგზავნა, რომელმაც რეგიონში 14 ათას ტონაზე მეტი ტვირთი ჩაიტანა.

ორგანიზაცია იმ მონაცემებსაც ითხოვს, თუ როგორ დარიგდა დახმარება.

პარალელურად გაერომ კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა შესახებ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. საბრძოლო მოქმედებებს აპრილის შემდეგ 5 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დევნილთა რაოდენობა კი მილიონ 500 ათასს აჭარბებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები