06 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
პროვოკაციები პუტინისთვის ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებაა - კონსტანტინ ბაროვოი

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებულ დოკუმენტს, რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების თაობაზე, რუსი პოლიტოლოგები არასაკმარისად ეფექტურად მიიჩნევენ, თუმცა აღიარებენ, რომ ის მანამდე არსებულ სხვა სანქციებთან შედარებით, ყველაზე მკაცრია. მიუხედავად ამისა, კონსტანტინე ბარავოის აზრით, რუსეთი მას არ დაემორჩილება და ჩვეულ აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს.

„კრემლის პასუხი შეერთებული შტატების სანქციებზე შესაძლოა იყო კიდევ ერთი კონფლიქტის შექმნა, პროვოკაციები უკრაინასა და სამხრეთ ოსეთში. ვფიქრობ, რუსეთი მომავალშიც განაგრძობს აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში, სირიაში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. პროვოკაციები და იმპერიული მისწრაფებები პუტინისა და მისი გარემოცვისთვის ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებაა. პუტინისათვის რუსეთის გამოსვლა უკრაინიდან და საქართველოდან, ასევე, დნესტრისპირეთში პროვოკაციების ორგანიზების შეწყვეტა მმართველობის დაკარგვას ნიშნავს. ძალისმიერი მოქმედება რუსეთზე მოქმედების ყველაზე ეფექტური საშუალებაა,“ - განაცხადა კონსტანტინ ბაროვოიმ.

დღის ამბები