03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ლიკანში პოლიციელების დაჭრაში ბრალდებულის დისთვის ძმის ადგილსამყოფელი უცნობია

ლიკანში პოლიციელების დაჭრაში ბრალდებულის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს. შალვა აბულაძის დას ”რუსთავი 2” დაუკავშირდა. იურისტი, სალომე აბულაძე, განმარტავს, რომ ოჯახისთვის უცნობია ძმის ადგილსამყოფელი. თუმცა, ოჯახი მზად არის, ითანამშრომლოს პროკურატურასთან.

სალომე აბულაძის თქმით, მის ძმას ფსიქიური პრობლემებიც გააჩნია. ჯანმრთელობის პრობლემები კი საპატიმროს დატოვების შემდეგ, 7 თვის წინ დაეწყო.

ის სასჯელს მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის ქონისა და მარიხუანას მოხმარებისთვის იხდიდა. სასამართლომ მას 20 წელი მიუსაჯა. თუმცა, ჯერ ამნისტიით სასჯელი 8 წლამდე შეუმცირდა, შემდეგ კი უდოს დასკვნით პატიმარმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 7 წელში დატოვა.

ოჯახის წევრებისთვის უცნობია დაჭრის დეტალები და მიზეზი.

დღესვე კომენტარები დაჭრილი პოლიციელის მეზობლებმაც გააკეთეს. დაჭრილები ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები