09 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
კიევი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს

მარიუპოლზე განხორციელებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16–მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 90–ს აღწევს. პრორუსმა სეპარატისტებმა საპორტო ქალაქის აღმოსავლეთ რაიონები დაბომბეს.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, იერიში დასახლებულ უბნებზე მებრძოლებმა გრადის სისტემებიდან მიიტანეს.

ადგილი უკვე დაათვალიერეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წევრებმა. მონიტორები მომხდართან დაკავშირებით პირველად დასკვნას მოგვიანებით გაავრცელებენ.

სეპარატისტები საარტილერიო შეტევებს არ წყვეტენ ლუგანსკის ოლქის ქალაქების მიმართულებითაც.

ვითარების ესკალაციის გამო ოფიციალური კიევი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს.

დღის ამბები