17 მაისი 2024,   14:39
ვრცლად
ავღანეთში დაღუპული უმცროსი სერჟანტის ოჯახს თავდაცვის მინისტრმა მიუსამძიმრა

ავღანეთში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი უმცროსი სერჟანტის, მდინარ ბებიაშვილის ოჯახს თავდაცვის მინისტრმა მიუსამძიმრა. ლევან იზორიას განცხადებით, დაჭრილია სამი სამხედრო, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტს სამშობლოში უახლოეს მომავალში გადმოასვენებენ.

25 წლის მდინარ ბებიაშვილი წარმოშობით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბნიდან იყო. ის ავღანეთში რიგით მესამე სამხედრო მისიაში იღებდა მონაწილეობას.

„სერიოზულ ტერორისტულ აქტთან გვქონდა საქმე, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ეს მისია არის ძალიან საპასუხისმგებლო, რისკიანი, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ამ მისიის ღირსეულად შესრულებას ჩვენს პარტნიორებთან ერთად,“- განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

 

 

დღის ამბები