17 მაისი 2024,   14:39
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში იმყოფება

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში იმყოფება, თუმცა რა დოკუმენტით მოგზაურობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ჯერჯერობით უცნობია. პოლონეთის დედაქალაქში ის შეერთებული შტატებიდან ჩავიდა და ვარშავის ამბოხების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო.

მიხეილ სააკაშვილი სიტყვითაც გამოვიდა და ძირითადად საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობასა და უკრაინის თემაზე ილაპარაკა.

კომენტარს იმის თაობაზე, თუ რა დოკუმენტით ისარგებლა სააკაშვილმა პოლონეთში გამგზავრებისას, მისი პრესსამსახური მოგვიანებით გააკეთებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ბრძანებით უკრაინის მოქალაქეობა ივლისის ბოლოს ჩამოართვეს, სავარაუდოდ, ამ თემაზე ისაუბრებს ის ინტერვიუში, რომელსაც დღეს პოლონურ ტელევიზიას მისცემს.

დღის ამბები