06 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
პენტაგონი თეთრ სახლს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებს

პენტაგონი თეთრ სახლს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებს.

ინფორმაციას სამ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ტელეკომპანია "ენბისი" ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, შესაბამისი რეკომენდაცია თავდაცვის უწყებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე გაუგზავნა.

სამხედრო დახმარება უკრაინისთვის მაღალტექნოლოგიური ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებასაც ითვალისწინებს,  რომლის ღირებულებაც 50 მილიონი დოლარია. მიზანი კი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში კიევის დახმარება იქნება.

 

დღის ამბები