17 მაისი 2024,   14:40
ვრცლად
განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთის პირადი ჩხრეკისას 24 აბი ე.წ. „ექსტაზი" ამოიღეს. მეორის ჩხრეკისას კი ამოღებულია 14 აბი ე.წ. „ექსტაზი" და მუყაოს ფირფიტა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 1,6547 გრამ „მდმა"-ს შეიცავს.

შს სამინისტროს ცნობით, ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო 4 დღის განმავლობაში განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირია დაკავებული.

დღის ამბები