03 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
უჩა ნანუაშვილი სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს ხვდება

სახალხო დამცველი სპეციალური პრევენციული ჯგუფის განახლებულ შემადგენლობასთან ორ დღიან სამუშაო შეხვედრას მართავს, რომელზეც განხილული იქნება პრევენციის ეროვნული მექანიზმის ეფექტიან საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები.

ჯგუფი იმსჯელებს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების უფლება-მოვალეობებზე, თანამშრომლობის წესებსა და პირობებზე, ასევე პროფესიულ ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

პირველ ეტაპზე, საკონკურსო კომისიამ სპეციალური პრევენციული ჯგუფის 22 წევრი შეარჩია, მათ შორის, დახურული ტიპის დაწესებულებებში მონიტორინგის გამოცდილების მქონე 8 იურისტი, 3 სოციალური მუშაკი, 4 ექიმი, 2 ფსიქიატრი, 3 ექსპერტი დისკრიმინაციის საკითხებში და 2 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ექსპერტი.

სახალხო დამცველი სპეციალური პრევენციული ჯგუფში დამატებით წევრების შერჩევის მიზნით უახლოეს მომავალში  შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპს გამოაცხადებს.

დღის ამბები