03 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
"ასაფეთქებელი მოწყობილობა ლაბორატორიაშია გადაგზავნილი"-ზაზა ალთუნაშვილი

იური ვზაგაშვილის საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი აცხადებს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელსაც ვაზაგაშვილი ემსხვერპლა ამ დროისთვის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი გამოსაკვლევად.

როგორც ზაზა ალთუნაშვილი აღნიშნავს მოწყობილობის ზუსტი დასახელება ლაბორატორიული კვლევის შედეგად გაირკვევა. მისი თქმით წინასწარი დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ ის საბრძოლო მოწყობილობა იყო.

„პირველადი დათვალიერება შემთხვევის ადგილას მოხდა, შემდგომ დაილუქა და გადაგზავნილია ლაბორატორიაში. ლაბორატორიაში მიმდინარეობს კვლევა“-აცხადებს ალთუნაშვილი.

ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები კი ფიქრობენ, რომ კავშირი მამა-შვილ ვაზაგაშვილების საქმეში გამოძიებამ ან უნდა დაადასტუროს ან უნდა უარყოს, თუმცა ეჭვი ამ დრომდე არ არის გაქარწყლებული.

ოჯახის ინტერესების დამცველებს მიაჩნიათ, რომ საქმის გამოძიება დროულად უნდა მოხდეს და საზოგადოებამ ორივე საქმეზე უნდა მიიღოს ამომწურავი პასუხი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები