03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
იაპონიის ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქის გასათავისუფლებლად პირობებს უყენებენ

იაპონიის ხელისუფლება მძევლების ახალ ვიდეო ჩანაწერს სწავლობს, რომელიც დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" გააგვრცელა. კადრებზე მხოლოდ ერთი მძევალი ჩანს და მას ხელში ფოტო უკავია, რომელზეც მეორე მძევალის სიკვდილით დასჯაა ასახული.

იაპონიის პრემიერის განცხადებით ფოტო დიდი ალბათობით ავთენტურია და შანსები იმისა, რომ მეორე მძევალი ცოცხალია თითქმის აღარ არსებობს. ტოკიოში მეორე მძევალის გათავისუფლებაზე მუშაობენ. არ არის გამორიცხული იაპონიამ ტერორისტების მოთხოვნა დააკმაყოფილოს და კენძი გოტო ერთ-ერთ ტერორისტზე გადაცვალოს, რომელიც ამჟამად იორდანიის ციხეში იმყოფება.

დღის ამბები