06 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, სადაც ორი დღის წინ მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ამსახველი ვიდეო მასალა ინტერნეტით თვითმხილველმა გაავრცელა.

მეწყერი ცენტრალურ მაგისტრალზე ჩამოწვა, სადაც იმ დროისთვის ასობით ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო ჯგუფების ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, თუმცა რამდენიმე ადამიანია დაშავებული.

ოფიციალური პირების განცხადებით, მთის მასივიდან 20 კუბური მეტრის ოდენობის მიწა ჩამოიშალა. მეწყერის მიზეზი კი გადაუღებელი წვიმები გახდა.

ფოტო: abcnews

დღის ამბები