03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
"ხელისუფლების მხრიდან უსამართლობა გრძელდება," - ნორა კვიციანი

სუვერენული მთავრობის გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დაკავებული ემზარ კვიციანი უსამართლობას უჩივის.

მისმა დამ ნორა კვიციანმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს და არასამთავრობო სექტორს სასამართლო პროცესების მიმდინარეობით დაინტერესება სთხოვა.

„ვფიქრობ, გრძელდება ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ოჯახის მისამართით უსამართლო დამოკიდებულება,“- აცხადებს ნორა კვიციანი.

ნორა კვიციანის ინფორმაციით, მისი ძმის სასამართლო პროცესი ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში 22 ოქტომბერს გაიმართება და სხდომაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი ერთდროულად რამდენიმე საქმეშია ბრალდებული. კვიციანი სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 28 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 

დღის ამბები