06 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
იაპონიაში ნაგასაკის დაბომბვის 72-ე წლისთავს აღნიშნავენ

იაპონიაში ნაგასაკის დაბომბვის 72-ე წლისთავს აღნიშნავენ. ცერემონია ქალაქის მშვიდობის პარკში გაიმართა და მას ქვეყნის პრემიერმინისტრთან ერთად, ადგილობრივი მცხოვრებლები და დაღუპულთა ნათესავები დაესწრნენ. 1945 წლის 9 აგვისტოს, ჰიროსიმას დაბომბვიდან მესამე დღეს, ამერიკულმა ბომბდამშენმა ნაგასაკიში მეორე ატომური ბომბი ჩააგდო, რასაც 70 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა სიძო აბემ განაცხადა, რომ იაპონია მსოფლიოს ბირთვული იარაღისგან გათავისუფლების იდეის ერთგული რჩება. ჰიროსიმასა და ნაგასაკის ბირთვული დაბომბვების შემდეგ, იაპონიამ უპირობო კაპიტულაცია გამოაცხადა, რითაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.

დღის ამბები