06 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
"მაღაზიის სახურავი ავტობუსის მეორე სართულზე შემოფრინდა, ძალიან ბევრი სისხლი იყო" - ავარია ლონდონში

ლონდონში ავტობუსი მაღაზიებს შეეჯახა - ამის შესახებ BBC წერს. შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ავტობუსის მძღოლი, რომლის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

თვითმხილველი და ავტობუსის ერთ-ერთი მგზავრი ყვება, რომ ავტობუსი გზაზე მოცურდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შედეგად, მაღაზიებს შეეჯახა.

„დავინახე, როგორ შემოფრინა მაღაზიის სახურავი პირდაპირ ავტობუსის მეორე სართულზე. ყველა ყვიროდა და ძალიან ბევრი სისხლი იყო,“ - ყვება თვითმხილველი.

ადგილზე 5 სასწრაფო დახმარების მანქანა იყო მობილიზებული. მგზავრებისა და დაშავებულების ევაკუაციისთვის ამწეს გამოყენებაც დასჭირდათ. 

ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. არ გამორიცხავენ, რომ მძღოლმა მართვის დროს გონება დაკარგა.

ფოტო: MAUDE GRANT

დღის ამბები