17 მაისი 2024,   14:40
ვრცლად
პორტუგალიაში ტყეები იწვის - ცეცხლი დასახლებებს უახლოვდება

პორტუგალიაში ტყეები იწვის. სტიქიას ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში ებრძვიან, სადაც ხანძრის 60-ზე მეტი კერაა გამოვლენილი. ყველაზე მძიმე მდგომარეობა ქალაქ აბრანტეს შემოგარენშია.

ცეცხლი დასახლებებს უახლოვდება, რის გამოც ოთხი დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში ორი ათას 600-კაციანი სახანძრო ბრიგადებია მობილირებული, თუმცა ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება.

რთული ვითარებაა ქალაქ გრანდოლასთანაც. აქ მაშველებმა სარკინიგზო მაგისტრალი ჩაკეტეს, რომელიც ლისაბონს ალგარვეს საკურორტო რეგიონთან აკავშირებს.

ხანძარის ძლიერი კერაა ლისაბონისა და პორტოს დამაკავშირებელ ავტო-მაგისტრალთანაც, რის გამოც გზის 30 კილომეტრიანი მონაკვეთი ჩაიკეტა.

ტყეები პორტუგალიაში ივნისშიც დაიწვა, მაშინ სტიქიას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვეპლა. გამოძიების ვერსიით, ტყის ხანძრების ნაწილი ძლიერი სიცხის, ხოლო ნაწილი განზრახაა გაჩენილი. პოლიციამ ეჭვმიტანილი მამაკაციც დააკავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები