03 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
„გოგა ჟვანია საკუთარი ძმის ცხედრით ვაჭრობს“-მურთაზ ზოდელავა

ჟვანიას დაცვის წევრების მიერ მიცემული ჩვენებების შემდეგ ყოფილი მთავარი პროკურორი ამბობს, რომ პროკურატურას საქმის დახურვის გარდა სხვა გზა არ რჩება. ზოდელავას აზრით გამომძიებლები ახლა მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრების, მათ შორის ზურაბ ჟვანიას ძმის მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების ტყვეობაში არიან. მურთაზ ზოდელავა გოგლა ჟვანიას პირდაპირ პოლიტიკურ სპეკულაციებში სდებს ბრალს.

„ოჯახს ცხედრით არასდროს არ უვაჭრია, ამ ვაჭრობის ეტაპებს ჰყავდა თავისი მედროშე, გოგა ჟვანია, რომელიც გამუდმებით ამ საკითხებით სპეკულირებდა.

ის მხოლოდდამხოლოდ იმიტომ არის დღეს პარლამენტის წევრი, რომ ის დაჯილდოვდა ამ მანდატით“-განაცხადა ზოდელავამ პოსტსკრიპტუმტან საუბრისას.

ყოფილი მთავარი პროკურორი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გამოძიებას არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ მათ უნდა თქვან, რომ არაფერი არ გამოკვეთილა და ის პირველადი ვერსია, რომელსაც მიჰყვებოდა გამოძიება არის ერთადერთი ვერისა, რომელიც არსებობს. ზოდელავას თქმით გამოძიებას ამის თქმის „პოლიტიკური ვაჟკაცობა არ მოეპოვება.“ 

ამ ბრალდებებზე დღეს პასუხის გაცემა არ უნდა ზურაბ ჟვანიას ძმას. გოგა ჟვანია სატელეფონო ინტერვიუში, ამბობს რომ პროკურატურას ახალი მტკიცებულებები გააჩნია და მათ სასამრთლოში მალე წარადგენს, თუმცა რა მტკიცებულებებზეა საუბარი, ჟვანია არ აკონკრეტებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები