06 ოქტომბერი 2024,   20:25
ვრცლად
ძლიერი შტორმი ჩინეთში - დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია

ჩინეთის რამდენიმე რეგიონს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. ქვეყნის ცენტრალურ, აღმოსავლეთ და დასავლეთ პროვინციებში გადაუღებლად წვიმს და ძლიერი ქარია.

იანგსის პროვინციაში კი ძლიერი წვიმის გამო, მდინარეები გადმოვიდა კალაპოტიდან და რამდენიმე დასახლება დატბორა. სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა.

ამ დროისთვის უკვე დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაციაც. წყალდიდობის განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული პეკინშიც. ძლიერმა წვიმამ და ქარმა ჩინეთის დედაქალაქში სატრამსპორტო მიმოსვლაც შეაფერხა.

პეკინის აეროპორტმა უკვე გააუქმა 700-ზე მეტი ფრენა და ერთ-ერთი ტერმინალი დახურა. მეტეოროლოგების განცხადებით, უამინდობა ჩინეთის რეგიონებში რამდენიმე დღე გაგრძელდება.

 

ფოტო: uk.reuters.com

დღის ამბები