03 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
ფოთში გაზგასამართი სადგური აფეთქდა

ფოთში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. ინციდენტი შავიზღვისპირა ქალაქში ცოტახნის წინ მოხდა. 

აფეთქების შედეგად დაშავებულია ერთი პირი, რომელიც გაზგასამართ სადგურში მუშაობდა. დაშავებული ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

რამ გამოიწვია აფეთქება გაზგასამართ სადგურზე ეს უცნობია, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. 

აფეთქების შედეგად დაზიანდა ოპელის მარკის ავტომობილი, რომელიც გაზით იტვირთებოდა, ავტომობილი აფეთქების დროს სრულად დაიწვა, აფეთქების ტალღამ ის თხრილში გადააგდო. 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები