03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
არასამთავრობო სექტორი საკადრო ცვლილებების მონიტორინგის მომხრეა

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს აფასებენ არასამთავრობოები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ანა ნაცვლიშვილის, განცხადებით საინტერესოა, მათ საკუთარი განცხადებით დატოვეს პოსტები თუ გაათავისუფლეს.

ახალგაზრდა იურისტები აპირებენ, რომ ამ საკადრო გადაადგილებებს მონიტორინგი გაუწიონ. მისივე თქმით, სახელმწიფო ვალდებულია ამ საქმეებზე სიმართლე დაადგინონ და დამნაშავეები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.

"პარლამენტი იუნდა ჩაწერთოს ამ პროცესში, იმიტომ, რომ ამდენი ხანია საზოგადოება ელოდება სიმართლის გაგებას და დღემდე ჩვენ ძალიან ბევრ საქმეზე არ ვიცით რეალურად რა მოხდა. ერთ დღეს რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა ერთდროულად დაეტოვებინა სისტემა. მნიშნელოვანია, არა მხოლოდ უშუალოდ დამნაშავეების დასჯა, არამედ იმ ადამიანების გამოვლენაც, რომლებიც წლების განმავლობაში სისტემაში იმყოფებოდნენ და ხელს უშლიდნენ გამოძიებას," - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ბოლო რამდენიმე დღეში თანამდებობები დატოვეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, თბილისის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ ოთარ მირზოევმა  და თბილისის პოლიციის სამმმართველოს უფროსმა გიორგი დალაქიშვილმა.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლება თავად მოითხოვეს იმ თანამშრომლებმა, ვისაც გარკვეული შემხებლობა ჰქონდა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან. 

დღის ამბები