09 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციურმა გაერთიანება „სირიზამ” მოიპოვა

საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ოპოზიციურმა გაერთიანება „სირიზამ” მოიპოვა. პარტიის მხარდამჭერები გამარჯვებას ქვეყნის დედაქალაქ ათენში გვიანობამდე ზეიმობდნენ.

პარტიის ლიდერი ალექსის ციპრასი არჩევნებამდე გამოდიოდა ინიციატივით, რომ უარს იტყოდა ევროკავშირის ანტიკრიზისულ პროგრამასა და ვალების გადახდაზე.

ევროკავშირში კი მიიჩნევენ, რომ საბერძნეთმა მონეტარულ ერთიანობას პატივი უნდა სცეს.

ამ დროისთვის დათვლილია ხმების 75%, რომლის მიხედვითაც გაერთიანება „სირიზამ” საკანონმდებლო ორგანში 149 ადგილი მოიპოვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები