03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხბურთელი ნიკა კილაძე დაიღუპა

დიღომში, აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხბურთელი ნიკა კილაძე დაიღუპა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ლანჩხუთის „დინამოს“ ნახევარმცველი დიღომში მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა.

ინციდენტის დეტალები უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ კილაძე ავტომობილს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.

ავტოსაგზაო შემთხვევას კილაძის მეგობარიც ემსხვერპლა, ის ადგილზევე გარდაიცვალა. 

დღის ამბები