09 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
საგარეო უწყება უკრაინაში დაპირისპირებულ მხარეებს მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდენს

უკრაინაში ტერორისტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება და მოხდეს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის თითოეული ფაქტის გამოძიება.

„რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ სამოქალაქო დასახლებების წინააღდეგ გამანადგურებელი შეიარაღებების მიზანმიმართული გამოყენება მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ რეაგირებას და თითოეული შემთხვევა უნდა იყოს ზედმიწევნით გამოძიებული. ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას, რომ კონფლიქტის მხარეებმა შეასრულონ მინსკის შეთანხმებები და რაც შეიძლება, მალე დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას,” - განაცხადა დავით კერესელიძემ.

სამინისტროს პრესსპიკერმა სამინისტროს სახელით უკრაინელ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

დღის ამბები