06 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
კიევში ქალმა მეუღლის ცუდი ვარცხნილობის გამო სტილისტი მოკლა

კიევში ქალმა მეუღლის ცუდი ვარცხნილობისთვის სტილისტი სცემა. დაზარალებულის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლებს.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვიაჩესლავ აბროსკინმა, Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„კიევი. დნეპროპეტროვსკის რაიონი. სტილისტი მიწისქვეშა გადასასვლელში. 14 აგვისტოს 1988 წელს დაბადებულმა ახალგაზრდა ქალბატონმა მამაკაცს თმა შეაჭრა. ამავე დღეს, რამდენიმე საათში, მასთან მოვიდა მამაკაცის მეუღლე, რომელიც, თვითმხილველების განცხადებით, ქმრის ვარცხნილობით ძალიან უკმაყოფილო იყო და სტილისტს ტანზე დაზიანებები მიაყენა,“ - წერს აბროსკინი.

დღის ამბები