03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
მიწისძვრის შედეგად ტყიბულში ადამიანები დაშავდნენ

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში ამ დროისთვის სამაშველო და სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. მაშველებს მაღაროდან დაშავებული მოქალაქეები გამოჰყავთ.

არსებული ინფორმაციით, დაშავდა 10-მდე ადამიანი. დაშავებულთა შორისაა ამირან თოფაძეც, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი.

ინფორმაციას დაშავებულების შესახებ ტყიბულში მცხოვრები მოქალაქეები ავრცელებენ. 

მიწისძვრის შედეგად დაზიანდა თავად მინდელის სახელობის მაღაროს მეექვსე უბანი. დამატებითი დეტალები ამ დროისათვის ზუსტდება. 

მიწისქვეშა ბიძგები ტყიბულის მუნიციპალიტეტში 16 საათზე დადასტურდა, მისი სიმძლავრე 3,7 მაგნიტუდას შეადგენდა. 

 

 

 

დღის ამბები